2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გია ჯოხთაბერიძის განცხადება

ბექაურის მორიგი სიცრუე  -  კომისიის თავმჯდომარე გია ჯოხთაბერიძეს

და ბექაურის სიტყვებით „კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედი  ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და თავად ახდენს  ტყუილის ტირაჟირებას 

პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიამ,  კახი ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, დატოვა საქართველო. ეს სიმართლეა!

საქართველოდან გასულ კომპანიებში, რისი გადამოწმების საშუალებასაც იძლევა სხდომის ჩანაწერი, გია ჯოხთაბერიძემ დაასახელა მეტრომედია (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2017 წელს) და თელიასონერა   (ცნობისთვის, საბოლოოდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა 2018 წელს) და არა ვიონი საქართველო (ბილაინი), რომელსაც საქართველოდან გასული კომპანიების რიცხვში არასწორად და ტყუილის ტირაჟირებით ასახელებს კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური. გია ჯოხთაბერიძემ ბილაინთან მიმართებაში განაცხადა, რომ კომპანიას სურს საქართველოდან გასვლა, მაგრამ „მყიდველი ვერ იპოვნა“.

საქართველოს მობილურ ოპერატორებს, რომლებიც მობილური მომსახურების გასაწევად საჭირო 10 წლიან ლიცენზიებს ფლობდნენ, 2015 წელს მოქმედი ლიცენზიების ვადის ამოწურვამდე მოსთხოვეს ლიცენზიების საფასურის გადახდა, რაც განხორციელდა კიდეც. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა უდიდესი საერთაშორისო კომპანიები, მეტრომედია ცალსახად და სავარაუდოდ თელიასონერაც, დაეტოვებინათ საქართველო.

გთხოვთ იხილოთ დოკუმენტური მტკიცებულება - კონკრეტულ საკითხზე სხდომის ჩანაწერი.

https://www.facebook.com/watch/?v=667557417159406 

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები