0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნინო კასრაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა - ხელოვანი თანამედროვე სამყაროში

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 

23 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ნინო კასრაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. 

სესიის - „აქ.ახლა - ხელოვანი თანამედროვე სამყაროში“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე, თანამედროვე სამყაროში ადგილის ძებნის სირთულეზე, სხვაობაზე კინოსა და თეატრს შორის და ყოველდღიურ ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები