1 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას გიგა ჭიკაძის ახალი მეტოქე და თარიღი ცნობილია

კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი  გიგა ჭიკაძე, 29 აგვისტოს  UFC-ის ოქტაგონზე ალექს კასერესს დაუპირისპირდება. თავდაპირველად ბრძოლა 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა, ორთაბრძოლის თარიღი შეიცვალა და ამერიკის დროით 29 აგვისტოს, საქართველოს დროით კი 30 აგვისტოს გაიმართება. 

“როდესაც თბილისში ვიყავი ყოველთვის ვუყურებდი ალექს კასერესის  ბრძოლებს მეგობრენთან ერთად,  ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ, მომწონდა მისი სტილი და იმ დროიდან წარმოვიდგენდი  თუ როგორ შეიძლებოდა მე მასთან მებრძოლა. დაახლოებით 10 წელია ეს ბრძოლა მე წარმოდგენილი მაქ და ვიცი  ბრძოლა როგორ უნდა წარიმართოს, მართალია ამ 10 წელში  ის ძალიან გაიზარდა და სულ სხვა მებრძოლი გახდა, თუმცა მეც  დავხვეწე ჩემი სტილი და მგონია რომ ეს ბრძოლა ძალიან საინტერესო და სანახობრივი იქნება.

თავდაპირველად ბრძოლა 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა,  ჩემი მეტოქის ტრამვის გამო თარიღი შეიცვალა და ბრძოლა, საქართველოს დროით 30 აგვისტოს გაიმართება. UFC-დან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ შემეძლო სხვა მეტოქე ამერჩია, თუმცა  მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეტოქე არ შემეცვალა და 29 აგვისტოს დავთანხმებულიყავი კასერესთან ბრძოლის გამართვას.

ზოგადად პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, თუმცა ამ ბრძოლაზე შემიძლია თამამად ვთქვა რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებ, თუნდაც ბრძოლის სანახაობით. შედეგს დაველოდოთ, თუმცა ჩემი სურვილია რომ არც თუ ისე მალე დამთავრდეს ბრძოლა, მაგრამ ვეცდები რომ მეორე რაუნდის დამთავრებამდე,  ვადამდე ადრე მოვახერხო გამარჯვება.  მინდა მაყურებელს შევთავაზო კარგი შოუ, სანახაობრივი სადაც იხილავენ ძალინ  ტექნიკურ არსენალს და მიიღებენ დიდ სიამოვნებას’’ -განაცხადა გიგამ. 

აღსანიშნავია, რომ გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია და მას 3-დან 3 გამარჯვება აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ  ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები