0 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა

აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა“ ისარგებლა. 

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს. 

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის“ ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია,  მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა  განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება  -  12 მლნ ლარს. 

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“  ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა.  ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ,  რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე -  https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები