1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესებს საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალ პროგრამას სთავაზობს

ბიზნესის მხარდასაჭერად, აქ.ახლა, თიბისიმ  საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ახალი პროგრამა შექმნა. პლატფორმის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა ის სასესხო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი საშუალებების ფინანსირებისთვის და მომხმარებელს გაუმარტივოს ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და გადახდის მოქნილი პირობებით სარგებლობა. 

საბრუნავი საშუალებების ფინანსირება მოიცავს:

·         სასაქონლო მარაგების და ნედლეულის შეძენას;

·         პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებლების მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრებას;

·         საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა: იჯარის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, სახელფასო ხარჯი, ტრანსპორტირების ხარჯები, რეკლამის და მარკეტინგის ხარჯები და სხვა.

 

„დღეს ბიზნესებისთვის ერთ-ერთი  ყველაზე მთავარი საჭიროება  საბრუნავი საშუალებების ფინანსირებაა. თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის მიზანი იყო  შეექმნა პროგრამა, რომლითაც შეძლებდა  ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. პროგრამის ფარგლებში, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზებთ განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რაც მათ ბიზნესის უკეთესად მართვაში დაეხმარება“, - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

საბრუნავი საშუალებების ფინანსირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე -  https://www.tbcbank.ge/web/ka/new-platform-for-working-capital-financing , სადაც დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსებაც შეუძლიათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები