თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
|
აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.
პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში - Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta. „აკადემია“ აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს - სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას. „ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად“, - ვალერი ჩეხერია, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. „თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან - „აჭარა ჯგუფთან“ თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას - მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში - ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. „აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.comსაერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს. ხელ...
„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომე...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები