კომპანია აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფონდ „1იანობის“ ბენეფიციარებს მხარდაჭერა გაუწია
2020-08-11 11:15:06
კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმამ „ინიციატივა“, ფონდ „1ანობის“ ბენეფიციარებისთვის სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტზე შემოსულ თანხასთან ერთად, კომპანია „აჭარაბეთმა“ საკუთარი ინიციატივით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო და ბენეფიციარებს მათთვის საჭირო, აუცილებელი დახმარება გაუწია.
„ეს ჩვენი პირველი პროექტი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ ფარგლებში. კომპანია „აჭარაბეთმა“ დამატებით ფინანსური კონტრიბუცია გაიღო ფონდ „1ანობის“ ბენეფიციართა დასახმარებლად. მოხარულნი ვართ, რომ პროექტი შედგა და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ადამიანების კეთილდღეობაში. ფონდის ბენეფიციარს გავუწიეთ დახმარება, სწორედ მათთვის საჭირო და აუცილებელი მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ეს იყო როგორც მედიკამენტები, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. მინდა კომპანია აჭარებეთის სახელით ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ვინც წვლილი შეიტანა საქველმოქმედო საქმიანობაში“ -აღნიშნა „აჭარაბეთის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ინიციატივა“ ეს არის კომპანია „აჭარაბეთის“ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) პლატფორმა, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, მათ შორისაა პასუხისმგებლიანი თამაში, ქართული სპორტის მხარდაჭერა და სხვა.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომე...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
კომენტარები