1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რაჭის ორ ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რაჭის ორი სოფლის, გლოლისა და პიპილეთის ბიბლიოთეკებს კომპანია „სოკარის“ მიერ შეძენილი წიგნები ჩაუტანა. როგორც ცნობილია, სოფელ გლოლაში საკმაოდ ძველი ბიბლიოთეკაა, რომელსაც მარაგში მხოლოდ ძველი წიგნები ჰქონდა. კომპანია „სოკარის“ ინიციატივით, გლოლის მოსახლეობას ახალი ლიტერატურის გაცნობის საშუალებაც ექნებათ.

რაც შეეხება სოფელ პიპილეთს, რამდენიმე წლის წინ იქ ბიბლიოთეკა დაიწვა და ხანძარს მხოლოდ ერთი წიგნი გადაურჩა. ამ ზაფხულს კი ფართი ადმინისტრაციულ შენობაში გამოიყო და ბიბლიოთეკარის შტატიც გაფორმდა, რომელზეც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში ჩართული ერთ-ერთი ქალი დასაქმდა. „სოკარისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, განახლებულ ბიბლიოთეკას, ფაქტობრივად, პირველი წიგნები ჩაუტანეს. სოფელ პიპილეთის ბიბლიოთეკა ოფიციალურად 22 ოქტომბერს გაიხსნება.

კომპანია „სოკარი“ განაგრძობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და მსგავსი აქციების ჩატარებას უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები