1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს

 

21 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებებით განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Mastercard-თან ერთად, სტუდენტური სემესტრის ფარგლებში, სტუდენტებს ვოლტის სპეცშეთავაზება მოუმზადა.   დღეიდან, ვოლტის აპლიკაციით შეკვეთისას, Student Card-ის მფლობელები შეძლებენ დახარჯული თანხის 20% საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნონ. 

აქციის ფარგლებში Student Card-ის მფლობელებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 1-წლიანი ულიმიტო მიტანის სერვისი საჩუქრად. ამისთვის საჭიროა 1 კვირის განმავლობაში ვოლტითა და სტუდენტური Mastercard ბარათით ყველაზე მეტი შეკვეთა განახორციელონ და შედეგად, კვირაში 5, ხოლო კამპანიის ფარგლებში კი 20 გამარჯვებულ სტუდენტს შორის მოხვდნენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მათ სურველებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთობლივი აქცია სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის, Mastercard-ისა და ვოლტის მხარდაჭერით. ამიერიდან, Student Card-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ვოლტის აპლიკაციაზე ნებისმიერი შენაძენის 20% უკან დაიბრუნონ. მადლობას ვუხდით ვოლტს და Mastercard-ს, რომლის ხელშეწყობითაც აქცია უფრო მასშტაბური გახდა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით სტუდენტებს მათთვის საინტერესო აქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მომხმარებელს კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენ ვცდილობთ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს მუდმივად განახლებული და საინტერესო პირობები სწორედ მათ სურვილებზე მორგებულ ფორმატში წარვუდგინოთ“, - განმარტავენ Mastercard-ში. 

აქცია ერთი თვის განმავლობაში, 21 ნოემბრამდე იქნება ძალაში. 

ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ: 

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით [email protected]ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:49

    საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა...

    საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული  პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა. UN Gl...

  • 10:34

    სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკ...

    PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი...

  • 15:40

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორია...

    საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა დ...

  • 11:16

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მწერალთა გაცვლითი ...

    საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენ...

  • 18:27

    თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაი...

    იმისათვის, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად გამართოთ, თეგეტას ვაკის ფილიალი გაზრდილი სამუშაო საათებით მოგემსახურებათ. თქვენი ავტომობილისთვის საჭირო სწრაფი სერვისების მიღება ორშაბათიდ...

  • 16:12

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები ...

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა. ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფა...

  • 12:51

    აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი ...

    თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკშიუკვე შესაძლებელიაგანახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხე...