1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიას“ „განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა“ არაფორმალური განათლების აღიარების ოფიციალური უფლება მიანიჭა

„თეგეტა აკადემიას“ ოფიციალურად მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, რაც საავტომობილო სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალის არაფორმალურად მიღებული განათლების, ცოდნის უნარების შემოწმებას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემას გულისხმობს. საქართველოში ამ დრომდე არ ხდებოდა საავტომობილო ინდუსტრიაში მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება, 2019 წლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა.  

საქართველოში ბევრი ავტომექანიკოსია, რომელსაც პროფესიის მიხედვით განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. დარგში დასაქმებულებს უკვე შეეძლებათ მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკუთარი გამოცდილების შესაბამისად არაფორმალური განათლების დადასტურება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მოითხოვონ.

„თეგეტა აკადემია“ დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის შემოწმებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით უზრუნველყოფს. რაც გულისხმობს, რომ „თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია დაადგენს დაინტერესებული პირის ცოდნის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტებთან და  შესაბამის დოკუმენტს გასცემს.

„თეგეტა აკადემია“ 2017 წელს დაფუძნდა და ერთადერთი კერძო ავტორიზებული პროფესიული კოლეჯია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ახორციელებს დუალურ და მოდულურ პროფესიულ პროგრამებს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები