თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
|
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული.
თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.
COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად ამ რთულ პერიოდში მისი მხარდაჭერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტია.
“EBRD-ს სურს ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და ქართული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაფინანსება ალტერნატიული საკრედიტო არხების მეშვეობით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი ორიენტირებულია მცირე ბიზნესის წარმოებისკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თიბისი ლიზინგი ძალიან კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ მოხერხდეს EBRD-ის სახსრების გადანაწილება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და უწყვეტი ფინანსური რესუსრის მიწოდება კი არსებითად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.” - განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD-თან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა გავზარდოთ წვდომა დაფინანსების ისეთ ალტერნატიული საშუალებებზე, როგორიცაა ლიზინგი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს და შევქმნათ პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით კი შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების განხორციელება და ქართულ სალიზინგო ბაზარზე არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება” - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მისი საქმიანობა მიმართულია ფინანსურ სექტორში სტაბილურობის და პროდუქტების მრავალფეროვნების ზრდის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კერძო სექტორის მეტი ჩართულობის ხელშეწყობისკენ ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ენერგო სექტორის განახლებისკენ, ენერგოეფექტურობის ზრდის და მისი მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით.
საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, EBRD-ის ინვესტიციამ ჯამში 4,2 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა და 258 პროექტი მოიცვა საფინანსო, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგო სექტორებიდან; ინვესტიციების 80% კი კერძო სექტორშია განხორციელებული.
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს. ხელ...
„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომე...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები