1 1 : 1 7
 | 

ბიზნესი

m² დეველოპმენტი ლიბერთი ბანკის პარტნიორი გახდა

ლიბერთი ბანკსა და m² დეველოპმენტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება  „m³ საბურთალოს“ III ფაზის სპეციალური შეთავაზება. 

შეთავაზებით სარგებლობისას, „m³ საბურთალოს“ III ფაზაში ბინის ერთიანი გადახდით შეძენისას 1კვ.მ 1,990 ₾ (600$-ის ექვივალენტი) ეღირება. ფასდაკლება გავრცელდება პირველ 50 ბინაზე. 

თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებელს შეეძლება „m³ საბურთალო”-ში ბინის შეძენა როგორც იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით (წლის ბოლომდე), ასევე სტანდარტული იპოთეკური სესხის გაუმჯობესებული პირობებით. იპოთეკურ სესხზე განაცხადის შევსება მარტივად, ლიბერთის ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი: libertybank.ge

„𝐦³ საბურთალო” -  თბილისის ცენტრალურ ნაწილში 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. m3 გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება. m3-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული. უბნის ცენტრალურ ნაწილს პარკი დაიკავებს, რომლის გარშემოც გაშენდება ბულვარი და ველო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სტუმრის მისაღები და საერთო სამუშაო სივრცეები. 

„გვინდა ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება ისარგებლონ ბაზარზე საუკეთესო პირობებით, ამიტომ m²-თან პარტნიორობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. 31 დეკემბრამდე, ბინის შეძენის მსურველებისთვის, ნებისმიერი პარტნიორი დეველოპერის შეთავაზებაზე გავრცელდება იპოთეკის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაც.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი 

„მისასალმებელია ლიბერთი ბანკის გააქტიურება იპოთეკური სესხების მიმართულებით და მოხარულები ვართ, რომ მათთვის პირველი მსხვილი პარტნიორი გავხდებით. ჩვენ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ბანკებთან თანამშრომლობის, იპოთეკური დაკრედიტების პროგრამის ფარგლებში და იმედს გამოვთქვამთ რომ ლიბერთი ბანკთანაც გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ორივე მხარეს დიდ წარმატებას მოუტანს“-  ნიკოლოზ მეძმარიაშვილი, m² დეველოპმენტის გენერალური დირექტორი 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...