1 0 : 2 2
 | 

ბიზნესი

ისტორიის წერა გრძელდება - ევროპაბეთმა დინამო ბათუმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

 

·       ევროპაბეთმა და ბათუმის დინამომ ახალი კონტრაქტი გააფორმეს

·       კომპანია აჭარულ კლუბში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს

·       popsport.com კვლავ დინამოს მედია-პარტნიორი იქნება

·       ყველაფერი პროექტის “პასუხისმგებლიანი თამაში” შესახებ - responsible.ge

წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება! კომპანია ევროპაბეთმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში აჭარულ კლუბში მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კვლავ პოპსპორტი იქნება.

ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის თანამშრომლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და განვლილ პერიოდს ორივე მხარე დადებითად აფასებს. ამ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული ბათუმური კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. მორიგი ვიცე-ჩემპიონობისა და უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, დინამო ბათუმს ევროპაბეთის სახით კვლავ სოლიდური პარტნიორი ეყოლება.

ევროპაბეთში დინამო ბათუმთან ურთიერთობით ამაყობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გარდაუვალი იყო. 2019 წლის აგვისტოში არჩევანის ბათუმური კლუბის სასარგებლოდ გაკეთებისას გადამწყვეტი ის ემოცია და სიხარული იყო, რომელიც დინამოს საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული. კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს ამ ფენომენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ 2021 წელს და მომდევნო სეზონს ბათუმში ყველა დიდი იმედებით ელოდება - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბათუმის ახალ, გრანდიოზულ არენაზე დინამოს გულშემატკივრების ემოცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით დაბრუნდება. ევროპაბეთის მიზანიც სწორედ ეს არის - ფეხბურთით სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვის ეს ფენომენი უფრო მასშტაბური გახდეს.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

„ძალიან მაგარი 2 სეზონი გავატარეთ ერთად და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. დინამო ბათუმი თავის ახალ ისტორიას წერს და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ბოლო ორ სეზონში საქართველოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ეს არ არის მთავარი… დინამო ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია, დიდი ისტორიით და ლოიალური გულშემატკივრით - ამ ფაქტორების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და კლუბში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მგონია, რომ ამ საფეხბურთო ორგანიზაციას საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე გაცილებით მასშტაბური ამბიციები შეუძლია ჰქონდეს. ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპებს თანასწორობა და მიზნისკენ სწრაფვა განსაზღვრავს, პარტნიორებსაც ყოველთვის ამ ნიშნით ვარჩევთ. ღირებულებების თანხვედრის გარდა, ბათუმში გულშემატკივარმა მიგვიყვანა. ისინი სტადიონზე ყოველ თამაშზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციას ქმნიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რეალობისთვის უნიკალურია - გვინდა, ამას ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შევძლებთ, ერთად ვიზეიმოთ ბევრი გამარჯვება უკვე ახალ არენაზე და ერთად გავაგრძელებთ ბათუმის დინამოს ისტორიის წერას“.

ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)

„ჩვენი კლუბის, ევროპაბეთისა და პოპსპორტის თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ - ეს კარგი საქმის ერთად კეთების მაგალითი იყო და მიხარია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. კლუბს უკვე აქვს უმაღლესი კლასის საშინაო არენა, ფუნქციონირება დაიწყო დინამო ბათუმის აკადემიამ, რეკონსტრუქცია უტარდება ანგისას ბაზას - მიზნებიც და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. დინამოს განვითარების გზაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ისეთი ძლიერი და საიმედო პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია“.

ევროპაბეთს ქართულ სპორტში ინვესტირების დიდი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კომპანია ევრობასკეტზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს შეიქმნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 1997/98 წლებში ჩაატარა - მოიგო საქართველოს თასი, სუპერთასი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2019 და 2020 წლებში გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ასევე ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. 2021 წლის ზაფხულიდან დინამო ბათუმი ახალი ევროტურნირზე, უეფას კონფერენსლიგაზე იასპარეზებს, საქართველოს ჩემპიონატში კი კლუბის მიზანი პირველობა იქნება.

წყარო: https://popsport.com/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...