1 0 : 1 9
 | 

ბიზნესი

ვოლვო ქარსი ელექტრო ძრავების წარმოებას იწყებს

„ვოლვო ქარს“ შვედეთში, თავისი ძალური აგრეგატების ქარხანაში ელექტრო ძრავებს ააწყობს. კომპანია გეგმავს ელექტრო ძრავების სრულად საკუთარი ძალებით წარმოებას და ამ მიზნით 700 მილიონი შვედური კრონის ინვესტირებას განახორციელებს.   

„ვოლვო ქარს“ მოტივირებულია გახდეს პრემიუმ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია და მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, მისი მთლიანი გაყიდვების 50% შეადგენდეს სრულად ელექტრო ავტომობილებს, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულ ავტომობილებს.  

შოვდეს ქარხანა, 1927 წელს კომპანიის დაფუძნების დღიდან მოყოლებული, „ვოლვო ქარსის“ ისტორიის ნაწილია. ქარხნის საქმიანობისთვის ელექტრო ძრავის წარმოების დამატება ნიშნავს, რომ შოვდეს ისტორიული ქარხანა მომავალშიც კომპანიის განუყოფელი ნაწილი იქნება. 

მიმდინარე წლის დასაწყისში „ვოლვო ქარსმა“ გააკეთა განცხადება, რომ მნიშნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ძალებით ელექტრო ძრავების შექმნასა და განვითარებაში ვოლვოს ავტომობილების მომავალი თაობებისთვის. შოვდეს ქარხანაში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებით, კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამს ელექტრო ძრავის საკუთარი ძალებით აწყობისა და წარმოების მიმართულებით.  

„1927 წელს გამოშვებულ პირველ ვოლვოს, შოვდეს ქარხანაში შექმნილი ძრავი ჰქონდა. ჩვენი  მაღალკვალიფიცირებული გუნდი მოტივირებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შექმნაზე, შესაბამისად მართებულია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრო ძრავები, ვოლვოს ბრწყინვალე მომავლის ნაწილი გახდება“ - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ვარელამ.  

ელექტრო ძრავების წარმოებისა და განვითარების საკუთარი ძალებით განხორციელება, „ვოლვო ქარსის“ ინჟინრებს ელექტრო ძრავების და მთლიანად ელექტრო ტრანსმისიის სამომავლო ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს ვოლვოს ახალ ავტომობილებში. ასევე ამ მიდგომით კომპანია შეძლებს სამომავლო სარგებელი ნახოს ენერგოეფექტურობისა და სრული ფუნქციონირების თვალსაზრისით.  

შოვდეს ძრავის ქარხნის ის მიმართულებები, რომლებიც შიდა წვის ძრავების წარმოებაზეა ფოკუსირებული, „ვოლვო ქარსის“ შვილობილ კომპანიას „Powertrain Engineering Sweden-ს (PES)“ გადაეცემა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...