0 6 : 2 2
 | 

ბიზნესი

ინიციატივა- აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა

ცოტა ხნის წინ „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა წარადგინა. iniciativa.ge ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ პროექტსა თუ წამოწყებას, რომელიც კომპანიას აქამდე განუხორციელებია, ან  სამომავლოდ გეგმავს.

 

პლატფორმის მიზანია - წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კომპანია ისეთ პროექტებზე ორიენტირდება, რომელთაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვთ ქვეყნისათვის.

"კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული ვალდებულებები და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. აჭარაბეთი იზიარებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და შეაქვს საკუთარი წვლილი. ამ დრომდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ფინანსური წვლილის შეტანის კუთხით და წინ კიდევ ბევრი ინიციატივა გველის, რომელიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებს", – აცხადებს აჭარაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ირაკლი დავარაშვილი.

„აჭარაბეთის“ სოციალური პასუხისმგებლობის  პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, სპორტის,ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანების მხარდაჭერაზე.

 „აჭარაბეთი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე  „აჭარაბეთმა“ მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ. ასევე „აჭარაბეთმა" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,სახელმწიფოს სწრაფი ტესტების შესაძენად ნახევარი მილიონი ლარი გადასცა.

 

ინიციატივის ფარგლებში გაიმართა სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი, რომლიდანაც შემოსული თანხა ფონდ „1ანობის“ ბენეფიციარებს გადაეცათ, ადამიანებს რომლებიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

„სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია სოციალური აქტიურობა რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ის რთული პირობები რომლებშიც იმყოფებიან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფონდ „1ანობის“ ბენეფიციართათვის კვლავ გაგვეწია დახმარება, წინასწარ მიგველოცა ახალი წელი და დავხმარებოდით მათთვის საჭირო და აუცილებელი მიმართულებით.“-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები