0 2 : 1 1
 | 

ბიზნესი

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე

დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  "პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურაშევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.  დღეიდანპენსიისა და სოციალური სარგოს მიმღები პირები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით. ჩვენ ვითვალისწინებთ ვირუსის გამო შეზღუდულ მობილობას და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებული და ადაპტირებული დისტანციური სერვისები შევთავაზოთ.“  - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა 

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციური და თვითმომსახურების სერვისები. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში  დაინერგა ტერმინალიდან თანხის გამოტანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე. 

 

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected].

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...