“არ გააჩეროთ ნამახვანჰესი” - იმერეთის მოსახლეობა მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს
2021-01-18 18:46:38
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია.
“არ გააჩეროთ ნამახვანჰესი”, “დაგვიბრუნეთ სამსახურები”, – რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამ და სხვა მოთხოვნებით უკვე მოერედ შეიკრიბა აქციაზე. ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება პროექტის მშენებლობაზეა დამოკიდებული.
“რიონის ხეობის მოსახლეობა შევიკრიბეთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ვთხოვოთ მხარდაჭერას, რომ წარმატებით განახლდეს ხეობაში დაწყებული “ნამოხვანჰესის” მშენებლობის პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესია, როგორც გაუკაცრიელებული და დაცლილი ხეობისათვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის. არ დავუშვებთ ეს უნიკალური შანსი შევწიროთ რაღაც მარგინალური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და იაფფასიან სპეკულაციებს გადავაყოლოთ ხეობის აყვავება-განვითარების ერთადერთი ნათელი პერსპექტივა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ლიპარიძემ.
ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ. ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ ჩვენს ხეობაში. არც სამსახურია აქ, არც ტურიზმის განვითარების შანსი – გზები არაა ელემენტარულად, ვინ უნდა განავითაროს ტურიზმი, სკოლებში 5 და 10 ბავშვი სწავლობს. ნამახვანჰესი ჩვენ არ მიგვაჩნია საფრთხედ, პირიქით ეს პროექტი თუ გადაგვარჩენს. ჯერ მხოლოდ ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ინფრასტურქტურა გაუმჯობესდება, იმედი მიეცემა ადამიანებს. ახალი 20 კილომეტრიანი გზა გაკეთდება, ეს ტურიზმსაც წაახალისებს,“ – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
26 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები - იდეათ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ...
კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ კამპანიის “თეგეტა ბიზნესისთვის“ ფარგლებში სატვირთო ავტომობილების მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებას აანონსებს. MAN TGS სა...
25 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვ...
აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ის რიგით მეოთხე ღონისძიებას. ProductTank Tbilisi-ის რიგით მეოთხე ღონისძიება ხუთშაბათ...
თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი, ISO 14001:2015 მიიღო. ეს აღიარება ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მო...
კომენტარები