0 1 : 1 0
 | 

ბიზნესი

თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი,  - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.

ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი.

„თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ.

სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

"თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია“,  - საბა ამირიძე, სტუდენტი.

„პროექტი - „თიბისი კემპი“ უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:29

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს 2021 წლის RAV...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს  2021 წლის RAV4-ის  18-მდე კომპლექტაციას  სთავაზობს. მათ შო­რისაა 10-მდე ჰიბ­რი­დული მო­დელი, რომელიც აღჭურვი...

  • 12:27

    საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანი...

  • 17:40

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგ...

    თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფ...

  • 09:51

    “აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხა...

    კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა...

  • 13:26

    Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მო...

    თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს. საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიების...

  • 11:31

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუ...

    საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნებ...

  • 16:33

    “ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარ...

    „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მ...