0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მშენებლობის უპირობოდ შეჩერების მოთხოვნა უარყოფილია - რა წერია ბუშლეს მიერ შეჯამებულ დოკუმენტში ნამახვანჰესის შესახებ და რა ეკრძალებათ პროტესტის მონაწილეებს

ცნობილი ხდება დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებული დოკუმენტი გუშინ ნამახვანჰესის შესახებ მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრის შესახებ, რომელიც მხარეებს დაეგზავნათ.

დოკუმენტის ქართულ თარგმანს პრაიმტაიმი გთავაზობთ, საიდანაც ნათელი ხდება, რომ მოლაპარაკების პროცესი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს და ამა თუ იმ პრობლემის განხილვა შესაბამის არგუმენტაციას უნდა ეფუძნებოდეს.

მშენებლობის უპირობოდ შეჩერების მოთხოვნა უარყოფილია, ხოლო პოლიციის ბარიერების აღებას წინ უნდა უძღოდეს პროტესტის მონაწილეების მშვიდობიანი განცხადებები, რომ ისინი აღარ გამოიყენებენ დესტრუქციულ ქმედებას, ძალადობას და გზების ბლოკირებას კომპანიის წინააღმდეგ.

შეთანხმების პუნქტები

პროექტთან დაკავშირებით:

–  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაასაჯაროებს ინსპექტირების ანგარიშს მშენებლობის ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით (2 კვირა);

–  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს მოკვლევას გარემოსდაცვით ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით და გაასაჯაროებს (ორი კვირა );

–  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

– მწვანე ალტერნატივა მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს კონტრაქტის კომერციული პირობების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

სიტუაცია რიონის ხეობაში:

– რიონის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე;

– პროკურორი განიხილავს და გამოაქვეყნებს დასკვნას დაკავების შემთხვევებზე;

–  პოლიცია აიღებს არსებულ ბარიერს და უზრუნველყოფს მთავარ გზაზე დაშვებას (პარასკევს);

–  პოლიცია ორგანიზებას გაუწევს და თან გაჰყვება რიონის ხეობის მცველებს სამშენებლო მოედანის მონახულებისას და დაუშვებს დოკუმენტაციას (პარასკევს);

ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა:

 – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და დაუგზავნის ყველას საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის თავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, (ივლისი);

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:19

    საქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარ...

    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის" მო...

  • 15:02

    სტერეოტიპების ნგრევაში - 4 ქალს მამაკაცების სამყარ...

    „ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეო...

  • 12:52

    საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ...

    საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივ...

  • 14:02

    საუკეთესო შემოთავაზებები 1xBet კომპანიისგან ...

    ცნობილი ტოტალიზატორი კომპანია ოპერირებს ბაზარზე 2007 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში მოიგო მოთამაშეთა აღიარება. 1xBet შესანიშნავი შეთავაზებები ბევრმა მოიწონა, მაგრამ ოფისი არ ჩერდება აქ და განაგრძობს ...

  • 13:50

    აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა...

    „ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“ ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუ...

  • 12:09

    გალტ & თაგარტმა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა ...

  • 10:52

    ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტ...

    სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფ...