1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოსბანკის მხარდაჭერით კიდევ 3 მულტიფუნქციური იდეათეკა გაიხსნა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,საქართველოს ბანკიგანათლების ხელშეწყობის მიზნითპროექტების განხორციელებას განაგრძობს. „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, ბანკმა კიდევ 3 მულტიფუნქციურიბიბლიოთეკა - იდეათეკაგახსნა.

კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცეები ზემო ნიქოზის, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში სულ ახლახან გაიხსნა.

საქართველოს ბანკმა პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებშიჯამში უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. იდეათეკაერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთანდა სხვა. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ჩვენ ვაგრძელებთ იდეათეკების პროექტს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ 3 რეგიონში გაგვეხსნა მულტიფუნქციური სივრცე. შემოდგომაზე დამატებით  2 საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მსგავსი სივრცედა წელს მოეწყო კიდეც ზემო ნიქოზში. იდეათეკის პროექტის მეშვეობით ჩვენ გვსურსუფრო მეტ მოსწავლეს მივცეთარაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა.2500-მდემოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.იდეათეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა მეტ ინტერაქციულობასაც. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკისგენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში,  7 საჯარო სკოლაში:გორისმუნიციპალიტეტისსასაზღვროსოფლებშიდიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანედავითაიასსახელობისქალაქფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯაროსკოლებში უკვე მოეწყო. სულ მალე ამ ჩამონთვალს კიდევ 2: ახალქალაქის მე-3  და დუისის საჯარო სკოლაშეემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები