0 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე - www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:19

    საქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარ...

    კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის" მო...

  • 15:02

    სტერეოტიპების ნგრევაში - 4 ქალს მამაკაცების სამყარ...

    „ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეო...

  • 12:52

    საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ...

    საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივ...

  • 14:02

    საუკეთესო შემოთავაზებები 1xBet კომპანიისგან ...

    ცნობილი ტოტალიზატორი კომპანია ოპერირებს ბაზარზე 2007 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში მოიგო მოთამაშეთა აღიარება. 1xBet შესანიშნავი შეთავაზებები ბევრმა მოიწონა, მაგრამ ოფისი არ ჩერდება აქ და განაგრძობს ...

  • 13:50

    აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა...

    „ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“ ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუ...

  • 12:09

    გალტ & თაგარტმა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა ...

  • 13:24

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აუდიო-მუსიკალური სა...

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 19 ივლისს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო:...