2 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ბილაინი აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, 15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით. მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 20GB მობილურ ინტერნეტს მოიცავს. მოქმედების ვადა კი 30 დღეა.

ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS)  პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით ერთჯერადად დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ გაუაქტიურდეთ აღნიშნული ინტერნეტ პაკეტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურ ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.

დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე.

 

###

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:

[email protected]

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები