1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქალი მექანიკოსი სატვირთოების სამყაროში

ამას წინათ ჰკითხეს - „ქალისთვის შესაფერისი საქმის კეთება როდის უნდა დაიწყო და "კლუჩების" ტრიალს თავი როდის უნდა დაანებოო?"

ჩემზე უკეთესი საქმის კეთებას თქვენ რომ დაიწყებთ, მერეო - ასე დიპლომატიურად გაისტუმრა, თვითონვე რომ აღარ ახსოვს მერამდენე, მზრუნველობის მოტივს ამოფარებული, არამკითხე მოამბე. სალომე "კლუჩებს" უკვე ერთი თვეა ატრიალებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაო წარმატებით.

ჯერ სულ ორი დღის შედგმული აქვს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში ფეხი და უკვე რამდენიმე სატვირთო ავტომობილის მძღოლს მწყობრიდან გამოსული ელექტრობის სისტემა დამოუკიდებლად გაუმართა. კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი სალომე ჩხვიმიანი „თეგეტას" სერვისცენტრში პროფესიონალ ოსტატებს შეგირდად უდგას და მათი საქმის ყურებით სწავლობს რთული სისტემების აგებულებასა და მათი შეკეთების ანბანს.

„პრაქტიკული სწავლება 9 აგვისტოს დავიწყეთ და ბოლო სამი დღეა უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება, კლიენტის დახმარება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს. ადრე რომ ყურებაში გადიოდა დრო, ახლა კეთებაც შემიძლია და ბოლო დღეებია ვეღარც ვრძნობ საღამო როდის მოდის. არასოდესაა ერთი და იგივე საქმე გასაკეთებელი, ყველა ავტომობილს განსხვავებული აგებულება და პრობლემა აქვს - არცერთი დღე არ ჰგავს წინას."

რუტინულ და მოსაბეზრებელ საქმეზე 23 წლის სალომე ჩხვიმიანს ვერავინ დაიყოლიებს. მესტიიდან თბილისში ჯერ როგორც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ისე ჩავიდა, მალევე მიხვდა, რომ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი მისი მოწოდება არ იყო და უმაღლესი სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა. დაახლოებით ამავე დროს შეხვდა ინტერნეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" და „თეგეტა თრაქ ენდ ბასის" შეთავაზებას, სატვირთო ავტომობილის მექანიკოსის პროფესიის შესწავლაზე. ბევრი არ უფიქრია, თეგეტას იმიჯსა და რეპუტაციას ენდო, აპლიკაცია გაგზავნა და მოწვევაც მალევე მიიღო.

„ძალიან კარგი გარემოა. აკადემიაში თეორიული კურსი იყო პირველი სასიამოვნო გამოცდილება და თანაც ბევრი რამ ვისწავლეთ იქ, მაგრამ სერვისში რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ ამ ტრენინგის არჩევით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს თანამშრომლების დამოკიდებულებაც, მათი მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობ. ყოველ დღე ახალს ვსწავლობ და ვიზრდები. მიხარია, რომ „მოძრაობა ცვლილებებისთვის" საიტზე შემოთავაზებული რამდენიმე ტრენინგიდან მე სწორედ „თეგეტასი" ავირჩიე", - ამბობს სალომე.

ტრენინგს „თეგეტა აკადემია" ორ ნაწილად ატარებს. პირველი, თვენახევრიანი თეორიული კურსია, რომელიც სალომემ ივლისის ბოლოს შუალედური ტესტირების წარმატებით ჩაბარებით დაასრულა. ახლა სამთვიან პრაქტიკულ სწავლებას გადის და სულ უფრო მეტად უახლოვდება დღეს, როცა ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ პროფესიას მართლაც არ აქვს გენდერი. პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სალომე ჩხვიმიანი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი პირველი ქალი იქნება საქართველოში.

„იმ ადამიანებს ვინც სტერეოტიპულად ყოფს ქალისა და კაცის საქმეს მე ვურჩევდი, უბრალოდ თავად მოსინჯონ ამ საქმის კეთება და მიხვდებიან, რომ არ შეიძლება გენდერის მიხედვით პროფესიების დაყოფა. არასწორია იარლიყის მიკერება. შეიძლება იმხელა ვნება იპოვო სწორედ ისეთ საქმეში, რომელიც საზოგადოების თვალში შენი გენდერისას არ მიეკუთვნება, როგორიც არცერთი პროფესიის მიმართ გიგრძვნია. დასანანია, ადამიანი საყვარელი საქმის კეთებას სხვისი აზრის გამო მოცდეს."
სალომეს შემთხვევაში სტერეოტიპული აზრების თავს მოხვევა რამდენიმე უსიამოვნო რეპლიკით შემოიფარგლა, უფრო მეტად კი იყო მხარდაჭერა. მისი გადაწყვეტილების მიმართ, გამხდარიყო სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი, ბევრი სულაც არ ყოფილა კრიტიკული, პირიქით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებლები - ოჯახის წევრები - სიხარულით და ინტერესით შეხვდნენ ამ წამოწყებას.

„როცა ტრენინგში მონაწილეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემი მშობლები მეკითხებოდნენ, როდის იქნება პასუხიო. მათაც უხარიათ ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ისეთი საქმეა, ყოველთვის და ყველგან გამომადგება. გულწრფელად გეტყვით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, თუმცა, სამწუხაროდ ქალების დაინტერესება ამ მიმართულებით დაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ თეგეტაში დავრჩე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო. თან ერთფეროვნება არ ახასიათებს ამ საქმეს, სულ ახალ-ახალი გამოწვევებია და ეს მომწონს."

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:57

    სამაგიდო თამაში Godsland - მოიგებს ის, ვინც შეიმუშ...

    სიახლისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ინტერესი არის ის, რამაც GGM გუნდის წევრებს - მიხეილ ჭოლოკავას, გურამ გელხაურს და გივი დოლიძეს - სამაგიდო თამაშების შექმნა და მათი ს...

  • 12:02

    გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კე...

    მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ...

  • 14:50

    „სოკარის“ დახმარება ბათუმში დაზარალებულთათვის...

    კომპანია „სოკარი“ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. „სოკარის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულ ზვიად თავდგირიძეს მალე გამოჯანმრთელე...

  • 12:40

    აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზი...

    16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის გრანდ-სლემი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  ქართველმა ძიუდოისტებმა მიიღეს. აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) საფრანგეთის...

  • 11:40

    ბილაინის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge საქ...

    საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, ბილაინი, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის - NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. NASA Space Apps 323 ს...

  • 11:23

    საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ მცირე და ...

      საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.   "Best SME Bank Awards 2022" ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გა...

  • 11:11

    "ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშ...

    15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდ...