ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების...
ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში...
|
მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის.
"აფხაზეთში საოცარი ადგილებია, რომ ნახოთ გაგიჟდებით. ძალიან განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. სოხუმი და გაგრა ძალიან ლამაზია, იქ მირჩევნია იმიტომ რომ იქ ჩემი სოფელია, იქ ჩემი სახლია“.
ახლა ზუგდიდში ცხოვრობს, სახლს სადაც დაიბადა დაახლოებით 100-მდე კილომეტრი აშორებს, მაგრამ მანძილი რა დასათვლელია, როცა საყვარელი საქმით სოხუმის სახელს მუდმივად თან ატარებს. 14 წლის მორაგბე რაგბის კლუბი "სოხუმის“ წევრია.
"6 წელია რაგბიზე დავდივარ. "სოხუმში’’ 5 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვთამაშობ რაგბს და მითუმეტეს რაგბის კლუბ "სოხუმში“, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია“.
პატარაობიდან მიზანდასახული და უშიშარი ბავშვი იყო, ყოველთვის იზიდავდა ეს სპორტი და მიაჩნია, რომ სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რაც წარმატებულ მორაგბეს სჭირდება. რაგბი რომ მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა იმ დღესვე გადაწყვიტა, როცა მოედანზე პირველად დადგა ფეხი.
" ბიძაშვილმა შემიყვანა რაგბზე და ბოლომდე უნდა გავაგრძელო, ეს მიზანი დავისახე თავიდანვე. თამაშის დროს რაღაცას რომ იტკენ ტირილი არ უნდა დაიწყო და მოედნიდან არ უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, უნდა ითამაშო. შენსას უნდა მიაღწიო, არ დანებდე, შენი გუნდი და თანაგუნდელები არ უნდა მიატოვო. სანამ სუნთქავ, არ კვდები და უნდა ითამაშო ბოლომდე“.
მიზანი დიდი აქვს. მოლოდინიც. თამაშის წესების ცხოვრებაში გადმოტანას ფიქრობს და სჯერა, რომ ამ გზით ოცნებას აიხდენს.
"ვოცნებობ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს პირველადგილოსანი. და მინდა, რომ მე პირადად საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, შევიძინო დიდი გამოცდილება და მერე დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. რაგბი არის გუნდური სპორტი და თუ ასე ერთ გუნდად ვიქნებით ცხოვრებაშიც მართლა მჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.
რაგბის კლუბი "სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.
ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლე...
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა...
ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვა...
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურ...
ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება აუცილებელია. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7-10 გრადუსამდე იზრდება, მანქანა ზაფხულის საბურავებით უნდა აღიჭურვოს. „თეგეტა მოტორსმა&...
კომენტარები