0 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“  ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის  პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს,  4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები განთავსდება.

 

გარდა ამისა, თანამედროვე უბანი გააერთიანებს 7 პენტჰაუსს, 42 ბინას დამოუკიდებელი გასასვლელით გამწვანებულ ეზოში და ცალკე მდგომ კომერციულ ფართს მიწისქვეშა პარკინგით.

 

„ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, საინტერესო პროექტი ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის მოწყობას გულისხმობს. უბანი ავტომობოლებისგან თავისუფალ, მყუდრო ტერიტორიაზე 460 ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მამუკა წერეთელი.

 

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ „ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, მწვანე  პროექტის განხორციელებას. თანამედროვე უბანი ერთ პროექტში სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, რაც ნამდვილად დიდი კომფროტია მაცხოვრებლებისთვის. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას საკუთარ საქმიანობაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:13

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა ...

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ...

  • 11:14

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე...

    საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმ...

  • 11:07

    "ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამ...

    20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.   მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას,...

  • 13:29

    აჭარაბეთზე საოცნებო პრიზები თამაშდება! ...

    დიდი მოგების მოედანი არის ყველაზე დიდი აქცია აჭარაბეთის ისტორიაში - საუკუნის გათამაშება ! აქციაში მომხმარებელს დახვდება 120 საოცნებო პრიზი! აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ აჭარაბეთის რეგისტრი...

  • 15:19

    თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანა...

    2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ ...

  • 14:15

    ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ...

    საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM ...

  • 12:41

    საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე...

      საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა...