0 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.

 

ფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოვება  11 დეკემბერს,  კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის  ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

 

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების  საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც  გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს  პრომეთე.

საერთაშორისო ჟიურის წევრები - იაელ ფოჟიე  ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და  მეცნიერი)  არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და  გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

 

·         საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

·         საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

·         საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

 

წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება.  ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:

 

·         9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

·         9 დოკუმენტური ფილმი

·         18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული  ფილმი

 

საკონკურსო პროგრამის გარდა,   ფესტივალი წარმოადგენს   ევროპული  და მსოფლიო კინოს, 60 - მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:

•          ევროპული კინოს ფორუმი

•          ჰორიზონტები

•          ამერიკები

•          "დამზადებულია გერმანიაში" 

•          ამბოხი კინოში

•          სპეციალური ჩვენებები

•          აპოლო: კინომეხსიერება

•          ანიეს ვარდას რეტროსპექტივა

•          მასტერკლასები

 

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

 

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

 

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს,  სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება  ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.

 

ჩვენებები გაიმართება კინოთატრ ამირანში და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.

 

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტრო,  ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.

 

თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორები არიან - თიბისი კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:13

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა ...

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ...

  • 11:14

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე...

    საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და ხეხილის ბაღები გაშენდა. მეურნეობა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახებს, ატმ...

  • 11:07

    "ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამ...

    20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.   მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას,...

  • 13:29

    აჭარაბეთზე საოცნებო პრიზები თამაშდება! ...

    დიდი მოგების მოედანი არის ყველაზე დიდი აქცია აჭარაბეთის ისტორიაში - საუკუნის გათამაშება ! აქციაში მომხმარებელს დახვდება 120 საოცნებო პრიზი! აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ აჭარაბეთის რეგისტრი...

  • 15:19

    თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანა...

    2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ ...

  • 14:15

    ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ...

    საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM ...

  • 12:41

    საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე...

      საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა...