1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი, მათ შორის Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს.

 

კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე  უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 2022 წლის 31 იანვრამდე პროექტში - „ახალი გუდაური“ ბინის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ იპოთეკურ სესხზე ლარში განსაკუთრებული პირობით ისარგებლონ:

·       პირველი 6 თვის განმავლობაში - 0%,

·       მომდევნო 24 თვე - ფიქსირებული 11.8%

·       დარჩენილი პერიოდი რეფინანსირების განაკვეთს +3,9% (ეფექტური 13.84% დან)

„ახალი გუდაურის“ კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri-ია.

 

პროექტი „ახალი გუდაური“ ჯამში 26 აპარტ ოტელს და 5000 ნომერს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ნომრების ციფრი 10 000-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ლარი, დასრულების ვადა კი - 2023 წელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:10

    ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი მობილური თამაში უ...

    საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ბილაინისა და უნიქარდის ერთობლივი თამაში „Multiverse Run” გაეშვა.  ახალი თამაშის მეშვეობით აბონენტ...

  • 13:17

    Social Impact Award 2022 შეხვედრა ჟიურის წევრებთა...

    25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა დაეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნი...

  • 12:50

    ერთგული 5 წლისაა

      ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელი...

  • 10:54

    PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია!...

    გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმა...

  • 10:38

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს...

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართებ...

  • 16:49

    საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარ...

    საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრო...

  • 13:10

    საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაც...

    საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....