სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდი...
თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზები...
|
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 100 მილიონი ლარის, 3 წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც, ამ ეტაპზე, 80 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ მოცულობას კი კომპანია, წლის განმავლობაში, დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. აღნიშნული ობლიგაციები სალიზინგო პორტფელით იქნება უზრუნველყოფილი.
გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3.0%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, BB- სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.
თიბისი ლიზინგი ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი უკვე არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის მიმართავს.
აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-8 ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციებში ინვესტირება ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა და საპენსიო ფონდმაც განახორციელეს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შეძენილი რიგით მე-2 ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.
“მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის კიდევ ერთი წარმატებული საჯარო განთავსება განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა რაც, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. ერთი მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობაზე”, - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„თიბისი კაპიტალის ჩართულობით, თიბისი ლიზინგის მიერ განთავსებული რიგით მე-8 ემისია, ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, ვინაიდან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით, ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ბანკიდან. ასევე, ლიზინგის პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შემთხვევაში, ინვესტორი უფრო დაცულია ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ასევე, მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოს, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, ინვესტიციების დივერსიფიკაციაში უკვე მეორედ შევუწყვეთ ხელი“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზები...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს. წელს, ფესტივალის საიუბილეო, მეხუთე სეზ...
მშენებლობის მენეჯმენტის, დიზაინ და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია - LSG Solutions „სილქ დეველოპმენტის“ 60 მილიონი ევროს ღირებულების სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობის პროც...
კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებ...
Meliora 2022-ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა. კონკურსში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია პროექტით „თეგეტა გარემოსთვ...
ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია,შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე.მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?!&n...
თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვად...
ივნისი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები