1 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგროექსპორტის გამოწვევებზე 3-დღიანი ვორქშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი აგრო სექტორის მიმართულების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აგროექსპორტის გამოწვევებზე ვორქშოპი გაიმართა.

 

შეხვედრას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მიერ ნიდერლანდებიდან მოწვეული ექსპერტი, კონსულტანტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სპეციალისტი, იოს ლიტერსი გაუძღვა.

 

სამდღიან შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, აგროექსპორტის შესახებ სპიკერისგან მოესმინათ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ბაზრის დეტალური კვლევა, ექსპორტის პოტენციალის შეფასება, გამოწვევები და ა.შ. ვორქშოპის ბოლო ნაწილი კი ბიუჯეტის შედგენისა და მარკეტინგული გეგმების კომპონენტებზე საუბარს დაეთმო.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აგრო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, 3-დღიან ვორქშოპზე დასწრება იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია  სტუმრებს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. იოს ლატერმა დამსწრეებს საკუთარი, მრავალწლიანი გამოცდილება  და  დაგროვილი ცოდნა გაუზიარა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები