0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი  და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი 

·      20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი

·      21.00 სთარ სთეიჯი-  ჯაზზ თეიქს სუპერგრუპ  (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)

10 მაისი

·      20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - მარტინ კრატოჩვილი  და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი

·      21.00  სთარ სთეიჯი -  გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)

11     მაისი

·   20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ -  იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)

·   21.00 სთარ სთეიჯი-  ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.

კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

 

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

 

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები