1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შესაძლებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის - დარეგისტრირდი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30

 

Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30 განაცხადის შევსება 15 აპრილამდეა შესაძლებელი. თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო უკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლად. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

თიბისი პროექტის მთავარი  პარტნიორია და გალფთან ერთად მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.“ ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“Forbes-ის მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia“ & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“ ამბობს გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.

 

შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდი forbes-ის 30 წლამდელთა ახალგაზრდა ლიდერების სიას, აპლიკაციების შევსება 15 აპრილამდე გრძელდება, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. პროექტის ორგანიზატორი „კონსიერჟ თბილისია“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები