1 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ახალ საირმეში“ იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა

შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსი „ახალ საირმეში“ წარმატებით დასრულდა. 29 აპრილს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი უძღვებოდნენ.

მასტერკლასები, რომლებიც აგებული იყო იტალიურ სამზარეულოზე, მოიცავდა  როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებმა მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები შეისწავლეს.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის. საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფებმა ჩაატარეს ტრენინგები და ეს დიდი მოტივაცია იყო მონაწილეებისთვისაც. შეფებმა, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს, მიიღეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი“.

მასტერკლასები „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ DMO იმერეთთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.

მარიამ დევიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელი: „მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ. ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება“.

 

მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის მზარეულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „ახალი საირმის“ შეფმა კახა ციკოლიამ,  რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.

 

 „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.

2020 წელს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:36

    ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ...

     ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST  მიმდინარეობს   დღეს, ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით,   დედაენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი – SPORTF...

  • 11:36

    თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-...

      კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახით...

  • 19:47

    სს ლიბერთი ბანკის განცხადება...

    ერთ ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ ტვ პირველის მიერ, ლიბერთი ბანკთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი და ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ლიბერთი ბანკის და მისი აქციონერების იმი...

  • 15:50

    როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი ...

    Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეო მიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქ...

  • 14:41

    AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიულ...

    კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა....

  • 14:17

    თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა...

      კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე&...

  • 16:47

    „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თ...

      კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ზე -  „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს ჯილდო მოიგო. პროექტი „ქალები, რ...