0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დაუვიწყარი გამოცდილება თიბისის მომხმარებლებისთვის - თიბისი და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან

თიბისის ნებისმიერი VISA ბარათის მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, ზაფხულის მთავარ მოვლენას, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის - Imagine Dragons-ის კონცერტს, 20%-იანი ფასდაკლებით დაესწროთ. ბილეთების თიბისი კონცეპტის და თიბისი WM-ის VISA ბარათით შეძენის შემთხვევაში კი, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

თიბისი და VISA Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ყველა კონცერტის მთავარი პარტნიორებიც არიან.

20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ყველა, ვინც შეკვეთილში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთებს თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით შეიძენთ. თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის VISA ბარათით კი, VIP, Orbit A და Orbit B კატეგორიის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 5 აგვისტოს აიღებს სტარტს:

·         5 აგვისტო - NILE RODGERS & CHIC (Black Sea Arena)

·         6 აგვისტო - FKJ (Black Sea Arena)

·         10 აგვისტო - Damian Lazarus (The Social Space)

·         15 აგვისტო - THE KILLERS (Black Sea Arena)

·         18 აგვისტო - All Day I Dream (The Social Space)

·         31 აგვისტო - Imagine Dragons (მიხეილ მესხის სტადიონი)

ბილეთების გაყიდვა დღეს - 11 მაისს დაიწყება - tkt.ge-ზე და Super app-ში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები