0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

YogaFest – ფხიზლად გართობის იოგაფესტივალი ლისზე

 

19, 20 და 21 მაისს „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე ფხიზლად გართობის ფესტივალი – YogaFest გაიმართება. 3 დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ იოგას მრავალფეროვან პრაქტიკებს, ჩაერთონ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ და გასართობ აქტივობებში, მოისმინონ საინტერესო სპიკერების ლექციები და ისიამოვნონ ელექტრონული მუსიკით. 

 

ფესტივალზე არ დაიშვება ალკოჰოლი ან სხვასათრობი სუბსტანცია, რადგან YogaFest-ის მთავარიარსი ფხიზლად გართობაა. 

 

„ჩვენი მიზანია,  ცხოვრების ჯანსაღ წესზე ცნობიერების ამაღლებასა და „ფხიზელი გართობის“ პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. ფესტივალის განსხვავებულობა და განსაკუთრებულობაც ამაში მდგომარეობს. გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზები“, – ამბობს YogaFest-ის თანაორგანიზატორი, დავით კანდელაკი.  

3 დღის განმავლობაში ფესტივალზე სტუმრები შეძლებენ დაკავდნენ ისეთი ფიზიკური აქტივობებით, როგორებიცაა იოგა დამწყებთათვის, Ჰათჰა იოგა, კუნდალინი იოგა, ძალისმიერი იოგა, ბავშვთა იოგა, მედიტაცია და ა.შ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ განიტვირთონ ხატვით,  თერაპიული ძერწვით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა მრავალფეროვანი გასართობი საშუალებებით. საღამოობით სტუმრებისთვის დაუკრავენ DJ არტისტები და მოეწყობა მუსიკალური  ჯემი. 

YogaFest-ზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად გადადით ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები