1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა - მომღერალი ევროვიზიის კონკურსზე იმღერებს

ჩამოტვირთვა

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით "სულ წინ იარე" წარდგება.

ფინალური შოუსთვის შემოვიდა ხმათა რეკორდული რაოდენობა – 234 383 ხმა, რომლის 44,13 პროცენტი ოთო ნემსაძემ მიიღო.

მეგაშოუს გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ მაყურებელზე იყო დამოკიდებული – პირველი არხის მაყურებლებმა ის სატელეფონო ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ფეისბუქმესენჯერით გამოავლინეს.

პირველი არხი წარმოადგენს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან მედიას. პროექტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სოციალური ქსელით – ფეისბუქმესენჯერით გამარჯვებულის გამოსავლენად მიღებული ხმების შესახებ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge და პირველი არხისა და პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ „ფეისბუქის“ გვერდებზე.

ინფორმაცია გამოქვეყნდება პერსონალური მონაცემების, კერძოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით ხმის მიმცემთა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მითითების გარეშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები