0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

დამიჯდა ზურა და მითხრა, რომ უყვარს ქეთა თოფურია… წამოვედი და ძალიან ბევრი ვიტირე – ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისი მეუღლის ზურა ხაჩიძის და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

 

„მე როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ვფიქრობდი, რომ გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით ჩვეულებრივად-მეთქი.

შემდეგ მე წავედი შვეიცარიაში სამი თვით და როდესაც ჩამოვედი დავურეკე ზურას და ზურა რაღაცნაირად ცივად შემხვდა… დამიჯდა და მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზული არ არის და უყვარს ქეთა თოფურია…. წამოვედი და ძალიან ბევრი ვიტირე. უცებ მივხვდი, რომ ძალიან დამწყდა გული ჩვენს ურთიერთობაზე. იმ 3 თვის განმავლობაში,როდესაც მე შვეიცარიაში ვიყავი კონტაქტი არ მქონდა ზურასთან.

მათი სიყვარულის ისტორია დამთავრდა იმით, რომ თვითონ ქეთამ გადაწყვიტა ზურასგან წასვლა.

მგონია, რომ ქეთა მაშინ პატარა იყო. მინდა გითხრა, რომ ქალი ვარ და ძალიან ბევრი ქალი მომწონს ამ ქვეყანაზე მაგრამ ისე, როგორც ქეთა თოფურია მომწონს, ასე არავინ მომწონს“, – აცხადებს ხათუნა ჟორდანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები