2 0 : 4 3
 | 

მედიცინა

„ზურაბიშვილის განცხადება არის საშიში… სულ გამოტვინდით „ოცნებაში“?“ – გოჩა მირცხულავა

 სალომე ზურაბიშილის განცხადებას ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი გოჩა მირცხულავა აფასებს.

„ქალბატონი ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება არის, რბილად რომ ვთქვა, საშიში. თუ ეს პირები იდენტიფიცირებულნი არიან, რატომ არ დააკავეს? რა დატვირთვა აქვს მათი პროფესიის ხაზგასმას?

დიდი ბოდიში მომითხოვია, მაგრამ სულ გამოტვინდით „ოცნებაში“ ის ადამიანები, ვინც ამ ტექსტებს წერთ თუ პოლიტიკას აკეთებთ? შეიძლებოდა ახლა ამის თქმა? მდუმარე რეჟიმში გადადით, ვგონებ მასე უფრო ნაკლებად დააზიანებთ სახელმწიფოს. დურაქია მაგ ტექსტის დამწერი და ამ ამბიდან პოლიტიკის მწველავი“, – წერს მირცხულავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები