0 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შემთხვევის თვითმხილველებს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე ყველა პირს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„2018 წლის 6 ივლისს, ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- განაცხადეს შს სამინსიტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები