0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით თარხან ბათირაშვილის (ომარ ალ შიშანი) მეუღლე დააკავეს

Daily Sabah -ის ინფორმაციით, დაკავებულია ასევე ბათირაშვილის ორი შვილი.ბათირაშვილის მეუღლე - სედა დუდურკაევა , ჩეჩენი მაღალჩინოსნის, რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის - ასუ დუდურკაევის ქალიშვილია. 
თურქული მედიის ცნობით, სედა დუდურკაევა სირიაში გაქცევის შემდეგ თარხან ბათირაშვილის მეუღლე გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, "ჟღალ გენერლად" წოდებული, პანკისელი თარხან ბათირაშვილი 2016 წელს თანამებრძოლებთან ერთად ავიაიერიშების დროს დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები