0 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინეტერესებსშორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი"

გიორგი კვირიკაშვილის ქმედებებით ხშირად ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფო და ბიზნესის ინტერესებს შორის - ეს განცხადება, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნულ კონტქსტში კვირიკაშვილის მხრიდან ბიზნესის ლობირების საკითხი ახსენა.ვის ლობირებდა მის მიერ დანიშნული ექსპრემიერი ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ შეხვედრაზე, რომელშიც უკვე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის მაშინდელი წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გიორგი კვირიკაშვილის მისამართით საკმაოდ მძიმე კითხვები დაისვა.

„იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინეტერესებსშორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესის აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან. მე მოწოდებული ვარ, არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც მოქალაქე და იგივეს მოვუწოდებდი ყველას, რომ მაქსიმალური დახმარება, ლობირება უნდა გავუწიოთ შიგნითაც და განსაკუთრებით გარეთ, ექსპორტზე ჩვენს ბიზნესს. მაგრამ არც პრემიერსა და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მათ აქვთ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს.

კითხვები იყო ძალიან მძიმე, საუბარი ალბათ სამი საათი გაგრძელდა, კვირიკაშვილს ჰქონდა გამოსვლის საშუალება და რამდენჯერმე შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას. დასასრულს კარგად ჩანდა, კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმაც, რომ მას აღარ ჰქონდა მართვის რესურსი. აღარ ჰქონდა ნდობა, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჟინა. იყო მკაცრი კითხვები, იყო ზომიერი კითხვებიც. გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. შედეგი კარგად ჩანდა, შედეგი თავად კვირიკაშვილმაც დაინახა, მას აღარ დარჩა სხვა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები