2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს"

"სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს. საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, რათა გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე. გაგაცინებთ ახლა – ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ზღვიდან მოშორებით ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას,  – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას დენდროლოგიურ პარკზე კითხვის კომენტირებისას განაცხადა..

“რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს. ასევე, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ 200 ათასი ღირს, საქართველოში დარჩება. შეიძლება, ასეთი მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ამ პროცესიდან მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა.

რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, ციცინათელას ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პარკი იქნება საზოგადოებრივი. ივანიშვილმა მის მიერ შესყიდულ სხვა მიწებზეც გააკეთა კომენტარი.

“დღესაც ამ პარკზე რომ გადაიჭრეს ვენები, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო, მეც ვთქვი და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ვინც ამაში მონაწილეობს, მხედველობაში მაქვს „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი. იციან, მაგრამ აბა ამას ვინ ამბობს? საკუთარ სახლში მიათრევსო და უხეშ სიტყვებს ხმარობენ. ძალიან საინტერესო პარკი შენდება საქართველოში. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ეს პარკი იმ ფულად ალბათ არ ღირდა, მაგრამ ეს ფული ისევ საქართველოში დარჩა ტექნიკის სახით, ან პირდაპირ გადასახადების სახით.

5 მილიონზე მეტი გზების მშენებლობაში ჩავდე. გზები, რომელიც დარჩება და არა ის, რასაც მაბრალებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო, მაგას როგორ ვიკადრებ, მაგრამ ოპოზიციას სიცრუის მეტი არაფერი აქვს. პირიქით პროცესინგი ხდებოდა, რომ ჩემი კერძო ფულით, მინიმუმ 5 მილიონი ლარით გაკეთებული გზები დარჩება და მოიხმარს მოსახლეობა. ძალიან ბევრი შემთხვევებია ასეთი. თვითონ პროცესი იყო საინტერესო”, – განაცხადა ივანიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები