1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ხელმოცარულ და უპერსპექტივო ოპოზიციას იერიშები მიაქვს ივანიშვილზე" - ბახტაძე ივანიშვილზე

კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა- ასე ეხმაურება პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. ბახტაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ივანიშვილის დისკრედიტაციაა:

"ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები სამწუხაროდ არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯოდმარემ. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯოდმარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც რა თქმა უნდა იქნება ძალიან წარუმატებელი" განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები