1 1 : 5 1
 | 

მთავარი თემა

"მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი" - პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე

"საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს  მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

 ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული  ექსპერტიზით  დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი,  კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

კერძოდ, 2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში  კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.  საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი  მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. 

რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი  ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.;  რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი  პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ  მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით  მოწამვლაზე, რაც   ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება  კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ  დათა ახალაიასთან. 

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი  პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა. 

      ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის  დაცვის რამდენიმე წევრს,  მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის  სანაცვლოდ,  მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. 

პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ  თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  საქართველოში მისი ექსტრადირება  ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა.  შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. 

ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:21

    სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახმარებას მიიღებ...

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველები 100 ლარიან დახამრებას 6 თვის მანძილზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „ჩვენ გვყვ...

  • 14:29

    თბილისის მეტრო მუშაობას აჩერებს...

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით...

  • 14:24

    რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ? – სრული სია...

    საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა ...

  • 14:25

    მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება – მ...

    საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა დამატებით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს. მისი განმარტებით, მედიაში გ...

  • 11:58

    მაიკ პომპეო მთავრობის ადმინისტრაციაშია – აშშ-ს სახ...

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრა ...

  • 21:27

    მთავრობა “ლოკდაუნისთვის” ემზადება – ფორმულა...

    ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ლოკდაუნისთვის ემზადება, შესაბამისი  გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ აცნობა, რომ შესაძლოა, ე...

  • 13:31

    სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდა...

    აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით – ამ შინაარსის მიმართვას „ნაციონალური...