1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გიორგი გაბუნია, ირაკლი ჩიხლაძე და ინგა გრიგოლია - ივანიშვილი ინტერვიუზე ცნობილ ჟურნალისტებს იწვევს

ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური არხის, "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "ტვ პირველის" სამ ჟურნალისტს - გიორგი გაბუნიას, ირაკლი ჩიხლაძესა და ინგა გრიგოლიას ინტერვიუზე იწვევს. 

შეთანხმების შემთხვევაში, ინტერვიუ ხვალ, 22.00 საათზე გაიმართება და სამივე არხს ექნება საშუალება ის პირდაპირ ეთერში გადასცეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის „რუსთავი 2-ის“, „იმედისა" და „TV პირველის" წამყვანებს ინტერვიუზე იწვევს. „ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. 

ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?" - წერს ნიკა გვარამია facebook-გვერდზე. მისივე თქმით, მიიღებს თუ არა შემოთავაზებას ტელეკომპანია, ამის შესახებ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროებენ. „ტვ პირველის“ წამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

 „სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა „რეაქცია“, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ .ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ „ტვ პირველი“ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის.

 p.s. ჩავამატებ ბარემ, ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან“,- წერს ინგა გრიგოლია facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები