1 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"დაიწყო "რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი" - "რუსთავი 2"-ი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მომზადდა. 

გვარამიას თქმით ეს არის "სარჩელი სარჩელისთვის" და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.  

"დაიწყო რუსთავი 2-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უდნა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რუსთავი 2 -სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის რუსთავი 2-ზე.


რუსთავი 2-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რუსთავი 2-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და რუსთავი 2-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით. 


 ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს, ითხოვს თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია, ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა, ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია...


 ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 08:21

    "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკას...

    ოთხი ტელეკომპანია: "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ტელეკომპანიებ...

  • 11:26

    ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა...

    დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ...

  • 16:47

    ბერას ხმით მოსაუბრე 13-18 წლისაა, ღარიბაშვილის – 2...

    პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ “ტვ პირველის’ ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ბერას ხმით მოსაუბრე პირი 13-18 წლის ასაკისაა, ღარიბაშვილის – 25-30 წლის, ხოლო...

  • 14:17

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელებისთვის 5-დ...

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5...

  • 12:15

    გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა...

    გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა: ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ...

  • 20:17

    4-11 მაისი უქმედ ცხადდება – მთავრობა დამსაქმებლებს...

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, &ndas...

  • 00:11

    ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუ...

    ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული,რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, რუსეთიდან  საქართველოში ჩამოფრინდა.პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს სავარა...