1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.

„რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის მე არ გავაკეთებდი ისეთს არაფერს, რაც გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის ჩამოყალიბდება სასურსათო ემბარგოსა და სხვა სანქციების გარშემო, რომლებიც შეიძლება შემოღებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები