2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი 4 ბალამდე" - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

  შავი ზღვის  სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსალოდნელია ძლიერი ქარი და 4 ბალამდე შტორმი. 

„საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მივიღეთ შეტყობინება, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი და შტორმი 4 ბალამდე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. შესაბამისად, მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები ავღმართეთ წითელი ალმები საგანგებო სიტუაციების მართვის მფლობელობაში მყოფ ყველა საგუშაგოზე, ასევე სანაპირო ზოლზე, კოშკურაზე და ყველგან სადაც ხელი მიგვიწვდება. ამ ფორმით ხდება მოქალაქეების გაფრთხილება, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. 
გარდა ამისა, რამდენიმე ენაზე ხმის გამაძლიერებლით აფრთხილებენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს, რომ  თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან, ვინაიდან ველოდებით შტორმს. აქედან გამომდინარე დროებით აკრძალული იქნება ზღვაში შესვლა და ვიდრე არ აღიმართება თეთრი ალმები ჩვენს საგუშაგოზე“,-აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები