1 1 : 3 9
 | 

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

   საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პრაღის ფორმატით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე, რის შედეგადაც ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში ხელყოფა. ეს სერიოზულ გამოწვევებს უქმნის საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

პრაღის შეხვედრის დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ 2017 წლის მონაცემებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა აღინიშნება. ასეთივე ვითარებაა საავიაციო და სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის მილიონს გადააჭარბებს.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების პრობლემატიკას. განიხილეს შესაძლებლობა, ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიაში, ჩატარდეს საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც შეთანხმდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დეტალები და, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება შესაბამის კონტრაქტებს შვეიცარულ კომპანია SGS-თან. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების დაწყება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:28

    განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა, დატბორილია სახლებ...

    გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.კერძო დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს.ადგილობრივ...

  • 23:35

    საგანგებო სიტუაცია რუსთავში -ადამიანები მაშველებს...

    რუსთავის შესასვლელთან, გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარე კერძო დასახლება დაიტბორა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილ...

  • 23:34

    23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიცვლილებები და სიახლეები გსურთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან, ნათესავებთან. მათი დახმარებით საკუთარი იდეების რეალიზებას შეძლებთ. კუროგააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. დაანახვეთ, რო...

  • 15:11

    დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა."დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკ...

  • 14:05

    „გოოოოლ!“ – ლუდი „ნატახტარის“ სარეკლამო რგოლების ს...

    არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართ...

  • 11:04

    მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხ...

      თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველთ...

  • 17:04

    მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა...

    "სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ არსება რომელიც ფოტოებში ჩანს მზესუმზირის პაკეტში აღმოაჩინაკომპანიის პასუხს მოგვიანებით გავავრცელებთ" - წერს "Rustavi Today"....