1 1 : 3 5
 | 

საზოგადოება

"სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე" - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

   მთავარი პროკურატურა   გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ ტერატში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს  და 22 ნომებრის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ს.დ.-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. ქ.თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა. 

ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. 

ს.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით. " ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:28

    განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა, დატბორილია სახლებ...

    გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.კერძო დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს.ადგილობრივ...

  • 23:35

    საგანგებო სიტუაცია რუსთავში -ადამიანები მაშველებს...

    რუსთავის შესასვლელთან, გარდაბნის ტერიტორიაზე მდებარე კერძო დასახლება დაიტბორა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილ...

  • 23:34

    23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიცვლილებები და სიახლეები გსურთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან, ნათესავებთან. მათი დახმარებით საკუთარი იდეების რეალიზებას შეძლებთ. კუროგააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. დაანახვეთ, რო...

  • 15:11

    დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა."დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკ...

  • 14:05

    „გოოოოლ!“ – ლუდი „ნატახტარის“ სარეკლამო რგოლების ს...

    არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართ...

  • 11:04

    მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხ...

      თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველთ...

  • 17:04

    მოქალაქემ "სოლარისის" მზესუმზირაში წრუწუნა იპოვა...

    "სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ არსება რომელიც ფოტოებში ჩანს მზესუმზირის პაკეტში აღმოაჩინაკომპანიის პასუხს მოგვიანებით გავავრცელებთ" - წერს "Rustavi Today"....