1 9 : 3 6
 | 

საზოგადოება

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა დასრულდა

14 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „Holiday Inn“-ში (26 მაისის მოედანი #1) გაიმართება  პრესკონფერენცია, სადაც  „ფონდი ნატახტარი“  პროექტის „იზრუნე მომავალზე“  მეექვსე ტალღის დასრულების ანგარიშს წარადგენს.

კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი პრესის წარმომადგენლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ფონდის სამომავლო გეგმების, ინიციატივებისა და შეგროვებული თანხის შესახებ.  „ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა 8 ნოემბერს დაიწყო და 8 დეკემბერამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 43, 972 ლარი  შეგროვდა.

„ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ასევე გააცნობენ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შედეგებს, მიმდინარე პროცესებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამომავლო გეგმებს.

შეგახსენებთ, რომ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნოემბრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა.  გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდმა ნატახტარმა“  ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები